რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას.
„უფრო მეტიც, ვთვლი, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ცივი ომის ანაქრონიზმია, ამიტომაც რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისგან გათავისუფლება. თუ უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებას, ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.