logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო ვირუსებზე: 550 პასუხგაუცემელი გამოძახება იყო, ახლა უკვე არის 100-მდე
- +

23 დეკემბერი. 2016. 16:36



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გრიპის ვირუსების გამო სასწრაფო დახმარების გახშირებულ გამოძახებას გამოეხმაურა.


იყო 550 პასუხგაუცემელი გამოძახება, როდესაც გავააქტიურეთ პროტოკოლი, პირველივე დღე-ღამის განმავლობაში განახევრდა, ახლა უკვე კი არის 100-მდე პასუხგაუცემელი გამოძახება." - განაცხადა სერგეენკომ.


მისი თქმით, პროტოკოლი გაგრძელდება ავადობის კლების ტენდენციამდე.


პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პაციენტები უკვე მიმართავენ ოჯახის ექიმს ანუ ვისაც უნდა მიმართავდნენ და არა სასწრაფოს ექიმს. ვფიქრობ, ამას გავაგრძელებთ, სპეციალური ინდიკატორებია, დავინახავთ, ავადობის კლების ცალსახა ტენდენციას. ჩვეულებრივ ეს ორი-სამი კვირა გრძელდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner