ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ჯერა ობიექტური იქნება გამოძიება.
„ის თუ რამდენად სისტემურია ეს, არ ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის კონკრეტული შემთხვევა და მჯერა, რომ უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.