მალტას პრემიერ-მინისტრის ჯოზეფ მუსკატის განცხადებით, გატაცებული ლიბიური სამგზავრო თვითმფრინავიდან გამტაცებლებმა 65 მგზავრი გაუშვეს.
გამტაცებლების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. მედიის ინფორმაციით, საუბარი ორ გამტაცებელზეა.
საინფორმაციო პორტალი „ელ-ბილიადის" ინფორმაციით, გამტაცებლებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფება „ალ-ფათიჰ ალ-ჯადიდის" წევრები არიან და ითხოვენ ციხიდან მუამარ კადაფის შვილის, სეიფ ალ-ისლამის გათავისუფლებას.
გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე სულ 118 ადამიანი იმყოფებოდა. ლაინერი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, გატაცების შემდეგ მალტაში დაეშვა.