logo_geo
eng_logo
გატაცებული ლიბიური სამგზავრო თვითმფრინავიდან გამტაცებლებმა მგზავრების ნაწილი გაუშვეს
- +

23 დეკემბერი. 2016. 17:38


 

მალტას პრემიერ-მინისტრის ჯოზეფ მუსკატის განცხადებით, გატაცებული ლიბიური სამგზავრო თვითმფრინავიდან გამტაცებლებმა 65 მგზავრი გაუშვეს.


გამტაცებლების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. მედიის ინფორმაციით, საუბარი ორ გამტაცებელზეა.


საინფორმაციო პორტალი „ელ-ბილიადის" ინფორმაციით, გამტაცებლებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფება „ალ-ფათიჰ ალ-ჯადიდის" წევრები არიან და ითხოვენ ციხიდან მუამარ კადაფის შვილის, სეიფ ალ-ისლამის გათავისუფლებას.


გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე სულ 118 ადამიანი იმყოფებოდა. ლაინერი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, გატაცების შემდეგ მალტაში დაეშვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner