logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმის გამოძიება დროულად დასრულდეს
- +

23 დეკემბერი. 2016. 17:39


 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტის გიორგი გასვიანის შესაძლო ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თმით, მნიშვნელოვანია, რომ დროულად დასრულდეს გამოძიება.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დასრულდეს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner