logo_geo
eng_logo
ლიბიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლები მალტის ხელისუფლებას ჩაბარდნენ
- +

23 დეკემბერი. 2016. 20:03


უცხოური მედიის ცნობით, მალტის ხელისუფლებას ლიბიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლები ჩაბარდნენ. მათ მგზავრების გარდა, მძევლად აყვანილი ეკიპაჟის წევრებიც გაათავისუფლეს. თვითმფრინავი ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ავიალაინერის ბორტზე 111 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა.


არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მხარდამჭერები არიან.


შეგახსენებთ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, გაიტაცეს და მალტის საერთაშორისო აეროპორტში დასვეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner