logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ახალგაზრდების ბიზნეს-ინიციატივებს სპეციალური ფონდი დააფინანსებს
- +

24 მარტი. 2016. 13:52



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე მომზადებულია ინიციატივა  სტარტაპის დაფინანსების საფინანსო ინსტიტუტის შექმნის შესახებ, ეს იქნება „საპარტნიორო ფონდთან" არსებული სპეციალური ფონდი, რომელიც   კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნეს-ინიციატივებზე იქნება ორიენტირებული.



მისივე თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება,  ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისაგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს-ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს-ინიციატივები.



ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების, ახალგაზრდების აზროვნება ჩამოყალიბდეს  ისე, რომ მათ არასოდეს გამორიცხონ საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა, არ ქონდეთ აზროვნება ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებულ ადამიანად  ქცევის მიმართულებით. დაქირავებულ შრომაში არაფერი დასაძრახი არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც შემდგომში უკვე გახდება სხვების დამსაქმებელი, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა და მით უფრო შეუქცევადი იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

პრემიერის თქმით, ეს ინსტიტუტი  მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყებს მუშაობას.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner