logo_geo
eng_logo
მერიის იურიდიულ სამსახურს სოფიო გიგანი, ნაძალადევის გამგეობას კი ირაკლი ხელაძე უხელმძღვანელებს
- +

23 დეკემბერი. 2016. 20:36


თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი, ნაძალადევის რაიონს კი ახალი გამგებელი ყავს. იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად სოფიო გიგანის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. როგორც სხდომაზე ითქვა, სოფიო გიგანი ბოლო წლების განმავლობაში იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 


ხოლო ნაძალადევის ახალი გამგებელი კი - ირაკლი ხელაძე გახდა. ხელაძის კანდიდატურის განხილვას სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კამათი მოყვა.


როგორც სხდომაზე ირაკლი ხელაძის წარდგენისას თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში იგი იუსტიციის სამინისტროს დანაშაულების პრევენციის ცენტრის დირექტორი იყო, 2012 წელს პირველად იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და ნაძალადევის რაიონის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გიგა ნიკოლაიშვილმა იგი დაახასიათა, როგორც უნარიანი ახალგაზრდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner