Derniere Heure - ის ცნობით, ბრიუსელში, თურქეთის საელჩოს შენობასთან თვითნაკეთი ბომბი აღმოაჩინეს. ადგილობრივი დროით 13:30 საათზე შენობასთან საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა პერიმეტრი გაწმინდეს და გამნაღმველები გამოიძეს. ადგილობრივი დროით, 16:30 საათისთვის მათ მუშაობა დაასრულეს. გამოცემის ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო გაზის ბალონი და ასანთი.
ბრიუსელის პროკურატურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საეჭვო ნივთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის ასაფეთქებელზეა საუბარი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.