logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგრამ არა კადრების შემცირების მიმართულებით
- +

23 დეკემბერი. 2016. 21:56



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში „ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია პრიორიტეტულად კადრების შემცირებისკენ იქნება მიმართულებით. მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ოპტიმიზაციას შემცირებების გარეშე შეძლებენ.


„ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება პრიორიტეტულად კადრების შემცირების მიმართულებით. ბიუჯეტის ოპტიმიზაცია არ ნიშნავს კადრების შემცირებას. ყოველთვის ვუფრთხილდებოდით სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, ისედაც ვცდილობდით, რომ ეკონომიურად დაგვეხარჯა, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ ოპტიმიზაციას ისე, რომ მტკივნეული გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, ვგულისხმობ საჯარო სამსახურებში შემცირებებს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner