logo_geo
eng_logo
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოძრაობის გადაკეტვის გამო ავტობუსების მარშრუტები იცვლება
- +

24 მარტი. 2016. 14:02



ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით იზღუდება ავტომობილების მოძრაობა, შესაბამისად,  იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს. კერძოდ: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 - იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო - მშრალი ხიდი - ათონელის ქ. - ვირსალაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. № 59 - ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) - ავლაბრის მოედანი - ბარათაშვილის აღმართი.


შეგახსენებთ, რომ მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.


სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner