კომპანია „ენრგო პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში მდინრე მტკვრის დონე დაიწევს. მათივე განმარტებით, მტკვრის დონის დაწევა იუსტიციის სახლის მიერ დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.
„იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის გაგრილების სისტემის სრულყოფის მიზნით, იუსტიციის სახლი გეგმავს მტვარში წყლის საქაჩი ტუმბოების ჩაკიდებას, ამისთვის საჭიროა მტკვრის ჯებირზე ლითონის კონსტრუქციის ჩამაგრება. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის 4 დღით, 24 დეკემბრის 06:00სთ-დან 28 დეკემბრის 03:00სთ-მდე გაჩერდება „ორთაჭალჰესი", შესაბამისად, ამ პერიოდში თბილისში, მტკვრის კალაპოტში მაქსიმალურად დაიწევს წყლის დონე",- ნათქვამია განცხადებაში.