მოსკოვის ყოფილი მერი, 80 წლის იური ლუჟკოვი ჰოსპიტალიზირებულია. ლუჟკოვი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მას კლინიკური სიკვდილი დაემართა.
იგი უკვე გამოიყვანეს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან, თუმცა ლუჟკოვი რეანიმაციაში იმყოფება და მისი სიცოცხლის გადარჩენაზე ექიმები ზრუნავენ.
ინფორმაციას ლუჟკოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ მისი გარემოცვის ნაწილი არ ადასტურებს.