logo_geo
eng_logo
ზვიად კუპრავა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე გიგა ბოკერია მართავს...
- +

24 დეკემბერი. 2016. 03:31



„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ზვიად კუპრავა გაზეთ „ვერსიასთან" მიცემულ ინტერვიუში პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ 600 000 ამომრჩევლიდან ბოკერიას მხარეს მხოლოდ 10 ათასია და გაყოფაზე საუბარიც ზედმეტია.


„პარტიას დღემდე გიგა ბოკერია მართავს, შესაბამისად, პარტიის ყველა ქმედებაზე პასუხისმგებელიც ისაა. სერგო რატიანი აღმასრულებელი მდივანია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ გადამწყვეტი სიტყვა ბოკერიას ეკუთვნის.

 

არ მგონია, რომ 7000-კაციანი ჩხუბი მოხდეს. ჩემთვის, მსგავსი დაპირისპირება, ნებისმიერი მხარისგან მიუღებელია.

 

პარტია იმ შემთხვევაში გაიყოფოდა, თუკი ამომრჩევლები გაიყოფიან, მაგრამ 600 000 ამომრჩევლიდან ბოკერიას მხარეს მხოლოდ 10 ათასია და გაყოფაზე საუბარიც ზედმეტია", - აცხადებს კუპრავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner