„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სახე, ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე დარეგისტრირდა.
„მე მგონია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ჩემ კოლეგებს, ჟურნალისტებს, ტელევიზიის თანამშრომლებს, ჩემ მეგობრებს, ყველას დიდი მოლოდინი აქვს ჩემ მიმართ, მგონი იმაზე უფრო მეტი, რაც მე მაქვს საკუთარი თავის მიმართ.
ასე რომ, იმედი მაქვს, საზოგადოების აზრი მაინც იქნება გადამწყვეტი ასეთ კონკურსში" - განაცხადა ზაუტაშვილმა.