logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
- +

24 დეკემბერი. 2016. 10:27


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული  დ.ჩ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში  დააკავეს.


„სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა  ამოიღეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner