logo_geo
eng_logo
სტრატეგიულ მილსადენებზე მონიტორინგის ახალი სისტემა დამონტაჟდა
- +

24 დეკემბერი. 2016. 10:29


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილების ბაზას ეწვია.


მინისტრის მოადგილე აღნიშნული ბაზის გარე და შიდა პერიმეტრზე ახლადდამონტაჟებული, ანალიტიკური ფუნქციით აღჭურვილი, ციფრული სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისა და სამორიგეო ოთახში განთავსებული კამერების მონიტორინგის სისტემის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.


სამეთვალყურეო სისტემა  ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის გარეშე პირების   შეჭრისგან სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული სისტემა ბაზის უსაფრთხოების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner