logo_geo
eng_logo
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
- +

24 დეკემბერი. 2016. 11:14



გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა.


გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ.


გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას".


აშშ-ის ელჩმა გაერო-ში სამანტა პაუერმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნება გამოხატა იმ საკითხში, რომ „დასახლებებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა".


არ შეიძლება ერთდროულად დასახლებების გაფართოების პოლიტიკის გატარება და ორი სახელმწიფოს თანაარსებობის საფუძველზე კონფლიქტის გადაჭრა. საჭირო იყო არჩევანის გაკეთება", - განაცხადა სამანტა პაუერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner