აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ინაუგურაციის შემდეგ „გაერო-სთან დაკავშირებით ყველაფერი შეიცვლება".
„რაც შეეხება გაერო-ს, ყველაფერი შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ", - წერს დონალდ ტრამპი „Twitter"-ზე.
ტრამპი აშშ-ის მთავრობას გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.
„როგორც აშშ-მა არაერთხელ განაცხადა, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობა მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით მიიღწევა და არა გაერო-ს მიერ პირობების დაწესებით. მოლაპარაკებების კუთხით ეს ისრაელს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს და უკიდურესად უსამართლოა ყველა ისრაელელის მიმართ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.