24 დეკემბრის 06:00 საათიდან 28 დეკემბრის 03:00 საათამდე ორთაჭალჰესი გაჩერდება. შესაბამისად, ამ პერიოდში, მტკვრის კალაპოტში მაქსიმალურად დაიწევს წყლის დონე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო-ჯორჯია" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის გაგრილების სისტემის სრულყოფის მიზნით, სსიპ - იუსტიციის სახლი გეგმავს მტკვარში წყლის საქაჩი ტუმბოების ჩაკიდებას, ამისთვის საჭიროა მტკვრის ჯებირზე ლითონის კონსტრუქციის ჩამაგრება, რის გამოც ჰესის გაჩერებაა საჭირო.