logo_geo
eng_logo
გიორგი შერვაშიძე: თსუ-ს ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება
- +

24 დეკემბერი. 2016. 12:44



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც 2017 წლის გეგმებსა და ბიუჯეტზე ისაუბრა, განაცხადა, რომ თსუ-ს ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება.


ბიუჯეტი არის 79 მილიონი ლარი. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები - 26%-ით და . . ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირების გაკეთება მოგვიწევს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია. გარდამავალი ნაშთი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, წელს ნაკლებად გვაქვს, ბიუჯეტი ძალიან პრობლემატური და კრიზისულია. კრიზისულ ბიუჯეტს სჭირდება კრიზისული მართვა, რაც გულისხმობს ზოგადად არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ აუცილებელს.

 

სტუდენტების მხრიდან გადაუხდელი თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტში 3 მილიონს შეადგენს. ეს არის ძალიან დიდი თანხა, უნივერსიტეტში ამ თანხით შეიძლება ერთი სასწავლო კორპუსის მთლიანად რეაბილიტაცია მოხერხდეს, ბიუჯეტის სტრუქტურა არის მძიმე, დაახლოებით 80% არის სახელფასო ფონდები, ანუ ხელფასის ანაზღაურება და კომუნალური ხარჯები, 20% რჩება ყველაფერი დანარჩენისთვის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, განვითარების ჩათვლით, უამრავი რამის ჩათვლით, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არ არის მაინცდამაინც ნორმალური სიტუაცია, თუმცა გვესმის, რომ გამოსასწორებელია და ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner