ფედერალური საგამოძიებო ბიურო აშშ-ის მოსახლეობას „ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან, საშობაოდ ტერაქტების შესაძლო განხორციელების შესახებ აფრთხილებს.
„გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცნობილია რამდენიმე ონლაინ გამოცემა, რომელიც ამერიკული ეკლესიების მიმართ თავდასხმების მოწოდებას შეიცავს. ფედერალური ბიურო აკვრიდება ვითარებას და არკვევს, რამდენად რეალურია აღნიშნული საფრთხეები", - ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო" საშობაოდ თავდასხმების განხორციელებას ევროპაშიც გეგმავს.