logo_geo
eng_logo
გიორგი შარვაშიძე: ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ შემოვიღოთ ახალი, თანამედროვე ევროპული დონის სტუდენტური ბაზა
- +

24 დეკემბერი. 2016. 13:57


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტუდენტური ბაზების პრობლემა უნივერსიტეტში დიდი ხანია იყო, ხოლო ახლა უკვე ეს პრობლემაც სწორდება.


სტუდენტური ბაზების საკითხი, რომელიც იყო ჩვენი წუხილის საგანი, გასწორდა, საჭირო არის, რომ პილოტირება მოხდეს ახალი ბაზების, რომლებიც უკვე დაიწყო ბაკალავრიატის დონეზე. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმაზე, რომ შემოვიღოთ ახალი, თანამედროვე ევროპული დონის სტუდენტური ბაზა. ეს არ იქნება მხოლოდ სტუდენტური ბაზა, ეს იქნება საერთო ბაზა მთელი უნივერსიტეტისთვის. დაწყებულია მოლაპარაკებები, არსებობს ადაპტირებული ვერსია და ვიმედოვნებთ, წლის ბოლომდე მოვახერხებთ ბაზის გაშვებას. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ხილვადი გახდეს ბევრი რამ. მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბიუროკრატია და ტრანსფარენტული გარემო შეიქმნება", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner