საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დირექტორის ჟან-მარკ ფალკონის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე მაღალ დონეზე რჩება.
„საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურები ყოველდღიურად აანალიზებენ ტერორისტული საფრთხის დონეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ტერორისტული საფრთხე მაღალ დონეზე რჩება როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კოალიციაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.
სამწუხარო გამოცდილება ნიცაში და ბერლინში მიუთითებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მძლავრი მექანიზმის არსებობის საჭიროებას. ბერლინის ტერაქტმა შეახსენა საფრანგეთის ყველა პრეფექტებს, რომ საჭიროა საფრთხის არსებული წყაროების გადაფასება, იმის შემოწმება თუ რამდენად კარგად დაცულია საშობაო ბაზრობები, ასევე საშობაო მესები ეკლესიებში", - განაცხადა ჟან-მარკ ფალკონმა.