logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: კონკრეტული სამოქმედო გეგმა დავსახეთ!
- +

24 მარტი. 2016. 14:14

 

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროში გუშინ სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასახეს.


„პირველ რიგში, ჩვენ ვიცით, რა საკითხები გამოიკვეთა და გამოვაცხადეთ მზაობა, რომ ამ საკითხების ირგვლივ სტუდენტებთან და უნივერსიტეტთან ვიმუშავებთ. ჩვენ შეგვიძლია მუშაობა, მაგრამ არ შეგვიძლია და არანაირი სურვილი არ გაქვს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში დასარეგულირებელ საკითხებში ჩავერიოთ. აქედან გამომდინარე, თუ ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას ითვალისწინებს, ჩვენ მზაობა გაქვს. სტუდენტებს გუშინ შევხვდით და ამაზე ვრცლად ვისაუბრეთ, კონკრეტული სამოქმედო გეგმაც დავსახეთ, ამიტომ, ის, თუ რას მოილაპარაკებენ უნივერსიტეტში, ეს არის უკვე მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო", - განაცხადა სანიკიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner