logo_geo
eng_logo
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხეზე კვეთის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
- +

24 დეკემბერი. 2016. 15:39





სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებმა ხეზე კვეთის კურსი დაასრულეს. კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსის მონაწილე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სერტიფიკატები სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა - ნუგზარ კანდელაკმა და შორენა შიუკაშვილმა გადასცეს.




სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის შეფასებით, მსგავსი სახის სასწავლო და პროფესიულ კურსებში ჩართვა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს.



 

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები არაერთი მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობენ, რაც უპირველესად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს," - განაცხადა ლეილა აფციაურმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების სახით მომავალშიც გაგრძელდება.




ხეზე კვეთის კურსები არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" წარმართა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner