logo_geo
eng_logo
„ქართული ერთობის დარბაზი“ ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს მიმართავს
- +

24 დეკემბერი. 2016. 16:20


 

ქართული ერთობის დარბაზ" ქართველ ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტს ბატონ გაბრიელ მირილაშვილწერილით მიმართავს:

 

ჩვენ გვეამაყება ის წარმატებები, რომელთაც ქართველი ებრაელობა აღწევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ არის კონცენტრირებული  მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელობა, ისრაელის სახელმწიფოს სიძლიერეზე. ვხედავთ იმ როლს, რომელსაც ამ საქმეში ასრულებს საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი. სწორედ ამ დიდმა განწყობამ გვიკარნახა ეს წერილი:

ჩვენ გთავაზობთ  „ქართული ერთობის დარბაზისა" და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დიდი თანამშრომლობის წინადადებას. ჩვენ, 26 საუკუნოვან მეგობრობასა და ყველაფერთან ერთად, გვაერთიანებს შოთა რუსთაველი, რომლის სახელსაც და საფლავსაც ასეთი რუდუნებით უფრთხილდება ებრაელობა.

შოთა რუსთაველს  850 წელი შესრულდა.ჩვენ ყველამ ერთად  უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი მასშტაბურად აღინიშნოს   არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. გენიალურმა შოთამ და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები

ჩვენ კარგად ვიცითრომ ქართველი ებრაელობა არის საქართველოს დიდი მეგობარი, მთელ  მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ჩვენც, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი წარმოდგენილი გვაქვს, როგორც დიდი პროცესი: ოცდაათ ქვეყანაში, სადაც ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობის გამო, ცხოვრობს ქართველობა, ყველგან ვატარებთ კონგრესის სესიებს ჩვენი მეგობრების  მონაწილეობით და ვამთავრებთ მომდევნო წლის ბოლოს, საქართველოში, სახელმწიფოებრივი განწყობის დიდი საერთაშორისო შეკრებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით როგორც შოთა რუსთაველის იუბილეს აღნიშვნის, ასევე კონგრესის  ჩატარების საქმეში" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner