logo_geo
eng_logo
ილია მეორემ ბაჩანა ბრეგვაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
- +

18 თებერვალი. 2016. 12:32



სიონის საკათედრო ტაძარში მწერალ ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მწერილის სულის მოსახსენიებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პანაშვიდი გადაიხადა.


ტაძარში მსახიობის ახლობლები და ნათესავები მიდიან, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მწერლის გარდაცვალების გამო ოჯახს უსამძიმრებენ.



ბაჩანა ბრეგვაძე სიონის ტაძარში საკუთარი სახლიდან გადაასვენეს.



ცნობილ ქართველ მეცნიერს, მთარგმნელსა და მწერალს ბაჩანა ბრეგვაძე დღეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.


ბაჩანა ბრეგვაძის გამოსვენების ცერემონია სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან 14:00 საათზე გაიმართება.



სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.



სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა. ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner