მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თურქეთში კლინიკა „მედიკალ პარკი" მზად არის, ანასტასია ზაალიშვილი მიიღოს და რეანომობილის საკითხიც მოგვარებულია.
„თურქეთში კლინიკა „მედიკალ პარკი" მზად არის, ბავშვი მიიღოს. მოგვარებულია რეანომობილის საკითხიც. კლინიკა ესაუბრება იაშვილის კლინიკას. ბავშვის მდგომარეობა თუ მოგვცემს საშუალებას ( და ამას მხოლოდ ექიმები საზღვრავენ და მათ საბოლოო დასკვნას ელოდებიან) ბავშვის ტრანსპორტირება მოხდება დღესვე. იმ შემთხვევაში, თუ 1%-იანი რისკიც ახლავს ფრენას, დაელოდებიან მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყველა ხარჯს ფარავენ „სოლიდარობის ფონდი" და ჯანდაცვის სამინისტრო", - წერს ნინო კობახიძე.
2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს სიმსივენ აქვს და სასწარფო მკურნალობა სჭირდება.