საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ექიმის, მერაბ კილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს თანადგომას უცხადებს.
„მერაბ კილაძე - ადამიანი, რომელიც დააკლდა ჩვენს ქვეყანას... ქართულმა მედიცინამ დაკარგა გამორჩეული ექიმი, ჩვენმა საზოგადოებამ კი - გულისხმიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული კაცი. მთელი გულით თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.