logo_geo
eng_logo
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი
- +

24 დეკემბერი. 2016. 19:40



ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში 26 დეკემბერს, 12:00 საათზე სხდომაა დანიშნული, რომელზეც სემეკი კომპანიებს - „თელასსა" და „ენერგო პრო ჯორჯიას" 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფებს დაუდგენს.


სემეკ-ში ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს არ აკეთებენ.


სემეკის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner