logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ჭრა-კერვას შეჩვეული კონსტიტუცია დოკუმენტად ვაქციოთ
- +

24 დეკემბერი. 2016. 20:26



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „TV-პირველის" ეთერში საკოსტიტუციო კომისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი საკითხები პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო რეფორმაა, მაგრამ აქვე დასძინა, რომ ამ თემების გარდა, კომისია სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავს.


„კონსტიტუციის მთავარი თემაა პრეზიდენტის არჩევის წესი და ასევე, საარჩევნო რეფორმა, მაგრამ არა მხოლოდ ეს. დღეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, მართალია საორგანიზაციო, მაგრამ თავმჯდომარემ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ის მიმართულებები და ის სექტორები, სადაც ჩვენ გვმართებს მუშაობა. მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაავშირებით. წინასწარ რომელიმე მოსაზრების მხარდაჭერა, ვფიქრობ, არ იქნება მართებული, ვინაიდან სხვადასხვა აზრზე მყოფი ჯგუფი შეიკრიბა დღეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჭრა-კერვას შეჩვეული კონსტიტუცია გადავაქციოთ რაღაც დოკუმენტად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოითხოვს ცვლილებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner