თურქული მედიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ტერორიზმის პროპაგანდისთვის, ნახევარი წლის განმავლობაში, 1656 ადამიანი დააკავეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაკავებიულთა მიმართ ტეროროზმის პროპაგანდის გარდა, ბრალი წაყენებულია სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირების საჯარო შეურაცხყოფის გამო.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ქვეყანაში 3710 პირზე მიმდინარეობდა საქმის წარმოება, აქედან 1656 ადამიანის მიმართ დაპატიმრების გადაწყვეტილება იქნა გამოიტანილი.1203 ადამიანმა პირობითი სასჯელი მიიღო, 767 პირი კი დაიკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 84 ეჭვმიტანილზე გამოძიება კვლავ გრძელდება.