logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე გიორგი გასვიანის საქმეზე: ყველა დამნაშავე შესაბამისად იქნება დასჯილი
- +

24 დეკემბერი. 2016. 21:38



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისჯება.

 

„გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დამნაშავე იქნება შესაბამისად დასჯილი, არ არსებობს დღეს არც ერთი დანაშაული, რომელსაც ხელი შეიძლება დააფაროს სახელმწიფომ და ყველა დანაშაულზე იქნება შესაბამისი შეფასება და რეაგირება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner