logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კვირიკაშვილი არის ადამიანი, რომელიც რთულ ვითარებაში ყველა რესურსს იყენებს
- +

24 დეკემბერი. 2016. 22:03


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „TV-პირველის" ეთერში პრემიერ მინისტრზე, გიორგი კვირიკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელი რთულ ვითარებაში ყველა რესურსს იყენებს.


„ეს არის ადამანი, რომელიც რთულ ვითარებაში ყველა რესურსს იყენებს და მომავალში ეს გაცილებით უკეთ გამოჩნდება, რასაც ჰქვია სხვა მიმდინარე პროცესების დაჩქარება,  ხალხთან ურთიერთობის გაძლიერება,სახელმწიფო სტრუქტურების მობილიზება და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო აპარატი იქნება გაცილებით დახვეწილი, ვიდრე ეს გვქონდა გასულ წლებში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner