BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა „ტუ-154", რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავის ფრაგმენტები სოჭში, შავ ზღვაში აღმოაჩინეს.
ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა. სამხედროებთან ერთად თვითმფრინავში ცეკვის და სიმღერის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი იმყოფებოდა. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.