logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ღარიბაშვილის მიმართ ჩემი განწყობა ყველასთვის ცნობილია
- +

24 მარტი. 2016. 14:32



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა" და ირაკლი ღარიბაშვილის შორის კონსულტაციების შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.


„დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ დილით დავბრუნდი ბრიუსელიდან. ისე, ირაკლის მიმართ ჩემი განწყობა ყველასთვის ცნობილია - მის მიმართ კარგი განწყობა მაქვს და ამის საფუძველიც გამაჩნია. ხშირ შემთხვევაში, სწორედ მისი სახელია დაკავშირებული ყველა იმ სტრატეგიულ მიმართულებასთან, რომელშიც „ქართულ ოცნებას" პოზიტივები გააჩნია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" საუბრისას.


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ პარტია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. დღეს კი მან თქვა, რომ კონსულტაციები თეორიულად შესაძლებელია გაიმართოს.


„საუბარი იყო იმაზე, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციების შემდეგ. თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა კობახიძემ.


ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაუბრუნებისა და პარტიის საქმიანობაში ჩართვის საკითხი არ განიხილება.


„ყოფილ პრემიერთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა კახა კალაძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner