logo_geo
eng_logo
პაკისტანსა და ისრაელს შორის დიპლომატიური სკანდალი აგორდა
- +

25 დეკემბერი. 2016. 13:13


 

 


BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანსა და ისრაელს შორის დიპლომატიური სკანდალი აგორდა.


სკანდალი ისრაელის საინფორმაციო სააგენტო AWD News-ზე გამოქვეყნებულმა მასალამ გამოიწვია, სადაც ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი სირიის კონფლიქტში პაკისტანის ჩართვის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ ბირთვულ თავდასხმას არ გამორიცხავდა.


პაკისტანის თავდაცვის მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით „ტვიტერის" გვერდზე წერს:

 

„ჯობს არ დაივიწყოთ, რომ პაკისტანიც ბირთვული სახელმწიფოა", - ამბობს პაკისტანის თავდაცვის მინისტრი.


პაკისტანის თავდაცვის მინისტრის სტატუსზე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა. უწყებაში განმარტეს, რომ სტატია არასწორი იყო და ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრ მოშე იალონს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია.


ისრაელის გამომცემლობა „გაარეციმ" ანალიტიკური მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ პაკისტანს სტატია კარგად რომ გაენალიზებინა, მიხვდებოდა, რომ ის მცდარი იყო, რადგან ისრაელი თავისი ბირთვული პოტენციალის შესახებ ხმამაღლა არასდროს საუბრობს და სირიის კონფლიქტსაც მკვეთრად გაემიჯნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner