logo_geo
eng_logo
ვაკეში დაჭრილი მამა გიორგი ცნობილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

25 დეკემბერი. 2016. 13:15


 



წუხელ, გვიან ღამით, ვაკეში დაჭრილი მამა გიორგი ცნობილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „პირველს" „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" განუცხადეს.


პაციენტს ჰქონდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები ქვემო კიდურის მიდამოში, ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად მისი მჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მულტიპროფილურ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას", - განაცხადეს „რესპუბლიკური საავადმყოფოში"


წუხელ, გვიან ღამით, ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე მამა გიორგი ცნობილაძე დაჭრეს.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 118 მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner