რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა. კრემლის ლიდერმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა სთხოვა, რომელიც კატასტროფის მიზეზებს დაადგენს.
თავდაცვის უწყება კატასტროფის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს, სამინისტროში მფრინავის შეცდომა გამორიცხეს და გარდაწყევტილება მისი გამოცდილებით გაამყარეს.
რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილმა, დაღუპულთა სულის მოსახსენებლად ლოცვა აღავლინა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა „ტუ -154", რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა. BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ფრაგმენტები სოჭში, შავ ზღვაში აღმოაჩინეს.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 91 ადამიანი იმყოფებოდა.