logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს
- +

25 დეკემბერი. 2016. 14:28


 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს:

 

„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა. განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩვენი ტრადიცია უპირველს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე.

 

ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner