შავ ზღვაში, სადაც რუსეთის თავდაცვის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რამდენიმე ცხედარი იპოვეს.
თვითმფრინავმა შავი ზღვის სანაპიროდან 1,5 კილომეტრში განიცადა კატასტროფა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა იყო.
ავიალაინერი სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა.