რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავ „ტუ-154"-ის ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.
„თვითმფრინავი „ტუ-154"-ის ავიაკატასტროფის ზუსტი ლოკაცია უკვე გარკვეულია. გადარჩენილები არ არიან", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსულმა თვითმფრინავმა „ტუ-154"-მა, რომელიც სოჭიდან აფრინდა და სირიის ქალაქ ლატაკიისაკენ მიემართებოდა, შავი ზღვის თავზე კატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და არტისტები, სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარი კატასტროფის გამომწვევი შესაძლო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. რუსული საინფორმაციო სააგენტოები კი კიდევ ერთ ვერსიად ეკიპაჟის წევრების შეცდომას ასახელებენ.