logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული მუზეუმში შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენა გაიხსნება
- +

25 დეკემბერი. 2016. 17:24


 


26 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმში, საქართველოს ეროვნული არქივისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენა გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის მიერ 1895 წელს გადაღებული მინის ნეგატივის ასლი. გამოფენაზე, ასევე, პირველად იქნება წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის ხელრთვების პალეოგრაფიული პირები დამზადებული სარგის კაკაბაძის მიერ 1911 წელს.


დამთვალიერებლის მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს მდიდრულად შემკული ვარძიის ოთხთავი (XII-XIII სს.) „საზეიმო", რომელიც სავარაუდოდ თამარ მეფეს ეკუთვნოდა; ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი უადრესი ძეგლი, ენციკლოპედიური ნაშრომი „უსწორო კარაბადინი" (XIII-XIV სს.); სამცხის ათაბაგთაკარის სკრიპტორიუმში გადაწერილი, კოდექსის ტიპის ნუსხა - ვალეს ოთხთავი (1514 წ.); ქართლის მეფე როსტომის მეუღლის, მარიამ დადიანის დაკვეთით გადაწერილი ქართლის ცხოვრება (მარიამისე ული ნუსხა, 1633-1646 წწ.) და სხვა.


აღნიშნული ექსპონატები ჩაერთვება გამოფენაში  „შუა საუკუნეების საგანძური", სადაც წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.

ქართული ქრისტიანული ხელოვნება ეფუძნება წინარექრისტიანულ ტრადიციებს, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართველი ერის სახე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მომავალ კულტურულ მიმდინარეობათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მზად იყო მაშინდელი მოწინავე მიმდინარეობების მისაღებად. საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა და აღიარეს ის სახელმწიფო რელიგიად, რითაც ქვეყანამ  საბოლოოდ განამტკიცა კავშირი ევროპასა და ევროპულ კულტურასთან.


შუა საუკუნეების  საგანძურის ახალი საგამოფენო სივრცე, აღჭურვილი საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად, გაიხსნა ამა წლის ივნისში. კოლექციის სპეციფიკიდან გამდინარე, გამოფენაზე მუდმივად მოხდება ხელოვნების ნიმუშთა ცვლა. გამოფენა, თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული ღონისძიების მეშვეობით, საშუალებას იძლევა ქართული ხელოვნების ნიმუშების და მეცნიერების ერთიან კონტექსტში წარმოჩენით ვაჩვენოთ ეროვნული თვითშემეცნების, ქართული გონებრივი საუნჯის ჩამოყალიბების და განვითარების უწყვეტი გზა.


მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.


Description: C:UsersneneDownloads15673510_1699246570092082_1122996964_n.jpg

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner