logo_geo
eng_logo
რუსეთში ავიაკატასტროფის გამო ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა
- +

25 დეკემბერი. 2016. 17:35


 




რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის „ტუ -154"-ის ჩამოვარდნის ადგილას ქალაქ სოჭთან, შავ ზღვაში სამაშველო სამსახურებმა 10 გარდაცვლილი იპოვეს.


სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სანაპიროზე ამოტანილია თვითმფრინავის ნაპოვნი ნამსხვრევები.


ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება. ბორტზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს კომპენსაციას გადაუხდიან, სამხედრო პირების შემთხვევაში 7,8 მილიონი რუბლის ოდენობით, სამოქალაქო პირების შემთხვევაში კი 3 მილიონი რუბლის ოდენობით.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა „ტუ -154", რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა.


თვითმფრინავი სოჭში საწვავის დასამატებლად დაეშვა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლოა, სიმაღლის აღებისას მას ხელი ტექნიკურმა გაუმართაობამ შეუშალა.


თვითმფრინავის ბორტზე სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner