logo_geo
eng_logo
მოთხილამურე პატრული მიტარბის სათხილამურო ტრასაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავს
- +

25 დეკემბერი. 2016. 17:59


 



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი კურორტი - მიტარბი დღეს ოფიციალურად გახსნა. გახნის საზეიმო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.


მიტარბის ახალ სათხილამურო ტრასაზე, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ზამთრის კურორტზე, დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს ახალი დანაყოფი - მოთხილამურე პატრული დაიცავს.


სპეციალურად გადამზადებული, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და ეკიპირებით აღჭურვილი შსს-ს საპატრულო პოლიციის 80-მდე თანამშრომელი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონის დასრულებამდე დარჩება.ც


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner