26 დეკემბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია „გმირი და მოდელი". ახალ გამოცემას ხელოვნებით დაინტერესებულ აუდიტორიას არტ-ვილა გარიყულა წარუდგენს.
„გმირი და მოდელი" - ფილოსოფოსისა და არტ-კრიტიკოსის, დავით ანდრიაძის მონოგრაფიაა მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედებაზე. ეს არის პირველი წიგნი, რომელიც გამოიცა ქართველი მოქანდაკე ქალისა და პედაგოგის შესახებ. 55 წელზე მეტია რუსუდან გაჩეჩილაძე სამხატვრო აკადემიაში ასწავლის - არის ხატვის კათედრის პროფესორი; ითვლება ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად. მოქანდაკის მიერ, 90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ნამუშევრები, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და განადგურდა.