logo_geo
eng_logo
26 დეკემბერს, წიგნის „გმირი და მოდელი“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

25 დეკემბერი. 2016. 19:43


 

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია „გმირი და მოდელი".  ახალ გამოცემას ხელოვნებით დაინტერესებულ აუდიტორიას არტ-ვილა გარიყულა წარუდგენს.


„გმირი და მოდელი"  - ფილოსოფოსისა და არტ-კრიტიკოსის,  დავით ანდრიაძის მონოგრაფიაა მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედებაზე. ეს არის  პირველი წიგნი, რომელიც გამოიცა ქართველი მოქანდაკე ქალისა და პედაგოგის შესახებ. 55  წელზე მეტია რუსუდან გაჩეჩილაძე სამხატვრო აკადემიაში ასწავლის - არის  ხატვის კათედრის პროფესორი; ითვლება ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად. მოქანდაკის მიერ, 90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ნამუშევრები, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და განადგურდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner