logo_geo
eng_logo
N5 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ ნანა მესხის კონცერტი გაიმართა
- +

25 დეკემბერი. 2016. 19:47


 

 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის, წინასაახალწლოდ, კომპოზიტორისა და შემსრულებლის ნანა მესხის კონცერტი - „ფარვანა" გაიმართა. კომპოზიტორთან ერთად, კონცერტში „თბილისური კვარტეტი", მომღერალი გიორგი მეფისაშვილი, მსახიობები თამარ მაყაშვილი და ჯანო იზორია მონაწილეობდნენ.



საღამოს მონაწილეებმა ნანა მესხის ავტორობით შექმნილი და სხვა ცნობილი სიმღერები შეასრულეს. თამარ მაყაშვილმა და ჯანო იზორიამ კი, ლექსები წაიკითხეს. ნანა მესხთან ერთად, საღამოს დასასრულს, მსჯავრდებულმა ქალბატონებმაც იმღერეს.



N5 დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა კონცერტის ინიციატორსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის საღამოები მსჯავრდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობა მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მხარს უჭერს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.



კომპოზიტორი  ნანა მესხი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები, თავის მეგობრებთან ერთად, სამომავალოდაც გამართოს.


 

„დღეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, მე ადრეც ჩავატარე ქალთა დაწესებულებაში საავტორო საღამო. სამინისტროს მენეჯმენტმა მხარი დამიჭირა, რომ კონცერტის ჩატარების იდეა რეალიზებულიყო და დღეს ეს ლამაზი მუსიკალური საღამო გაგვემართა. გვინდოდა ქალბატონებისთვის კიდევ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იმედია, მათ ეს დიდხანს გაჰყვებათ სასიამოვნოდ. ნანახით გაოცებული ვარ, აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ღირსეულად იგრძნოს", - განაცხადა ნანა მესხმა.



კონცერტის პარალელურად, სტუმრებისთვის, მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების გამოფენაც გაიმართა. ამასთან, კონცერტის ფარგლებში, დაწესებულებას გადაცემა „სხვა რაკურსის" წამყვანი გია ჯაჯანიძეც სტუმრობდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner